пятница, 19 мая 2023 г.

суббота, 27 мая 2017 г.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები საჭიროა,  პროექტის მიმდინარეობის დროს მნიშვნელოვანია კითხვების გამოყენება, რაც ხელს უწყობს მოსწავლეებს,სრულყოფილად გაიგონ ძირითადი ცნებები.  გამოიყენონ მაღალი დონის სააზროვნო უნარები,  სრულყოფილად  გაიგონ  ძირითადი საკითხები,   ხშირად  გაუკეთებენ ორგანიზებას  ფაქტობრივ ინფორმაციას.  ჩემს პროექტში ვიყენებ  ზოგად კითხვებს   როგორ მეხმარება  მათემატიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში?.  რამდენად მნიშვნელოვანია ტურისტის დაინტერესება  ჩვენი სოფლით?  

воскресенье, 13 июня 2010 г.

,,ჩემი სოფელი“

პროექტის მიზანი: მოსწავლეები მოიძიებენ სოფლის უხუცესი ადამიანებისგან სოფლის შესახებ არსებულ ინფორმაციებს კერძოდ რატომ ჰქვია სოფელს ,,ჭობისხევი“,
ეწვევიან ბორჯომის მუზეუმს და მოიძიებენ ინფორმაციას როგორ წარმოიშვა სოფელი,
რომელი გვარის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ პირვლად სოფელში, ტაძრები რომლებიც არის თავმოყრილი სოფელში და მათი ფოტოები, სოფლის ბუნებრივი სიმდიდრე (ტბები მათი სურათები) და ძველესი საყოფაცხოვრებო ჭურჭელი ან შრომის იარაღები რომლებიც შემორჩენილია სოფლის მაცხოვრებლებში ან სურათები იმ ნიმუშების რომელიც ინახება მუზეუმში.
მიზნობრივი ჯგუფი: ჭობისხევის საჯარო სკოლის მოსწავლეები VII- VIII-IX კლასი.
აქტივობები: VII -კლასის მოსწავლეები მოიძიებენ სოფლის უხუცესი ადამიანებისგან ინფორმაციას სოფლის შესახებ, ჩაიწერენ ინფორმაციას და შეაგროვებენ.
VIII-კლასის მოსწავლეები ეწვევიან ბორჯომის მუზეუმს და მოიძიებენ ინფორმაციას სოფლის შესახებ. გადაუღებენ სურათებს ექსპედეციის შედეგად მოძიებულ ექსპონანტებს, რომლებიც ინახება მუზეუმში.
IX–კლასის მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას სოფლში არსებულ ტაძრების შესახებ,
შეგვიქმნიან ნახატებს, ფოტო მასალას, და თითოეული ტაძრის შესახებ სახელს მისი აშენების ისტორიული ეპოქა.
კონკურსის სახით ყველა კლასის მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ჩვენი სოფლის ბუნებრივი სიმდიდრე და სილამაზე ,,რატომ მიყვარს ჩემი სოფელი“, ,,ჩემი სოფლის ტბები“, ,,ტურიზმი ჩემ სოფელში“.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაეცნობია სოფლის ისტორიულ წარსულს, მისი განვითარებისა და ჩამოყალიბების პროცესს, მოამზადებენ თემებს, ფოტო მასალას, კომპიუტერის მეშვეობით შექმნიან სლაიდებს, მოძიებულ ინფორმაციას დადებენ ინტერნეტში და დაინტერესებული პირები გამოიყენებენ მოც ინფორმაციას, შექმნიან ალბომს. გაეცნობიან სოფლის კულტურას სილამაზეს, უღვივდებათ მშობლიური სოფლის სიყვარული გაუმდიდრდებათ ცოდნა საკუთარი ტრადიციების მიმართ.
რესურსები: ინტერნეტი, პროცესორი, ალბომი, ფლოსმასტერები, ციფრული ფოტო აპარატი,
ფურცლები, საწაერი კალამი.
სასარგებლო სხვებისთვის: განთავსდება სკოლაში და დაინტერესებულ პირები გაეცნობებიან და მიიღეებენ გარკვეულ ინფორმაციას სოფლის შესახებ.
საგნებთან კავშირი: ქართული, ხელოვნება– შრომა, გეოგრაფია, ისტორია, მუსიკა.
პროექტის ავტორი: ია ქოზაშვილი